08 სექტემბერი 2026,   05:45
ვრცლად
გიორგი რურუას მხარდამჭერები წუხელ გლდანის ციხესთან შეიკრიბნენ - ენმ მომხდარზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ

"ნაციონალური მოძრაობა" ციხეში გიორგი რურუასთან მიმართებით მომხდარ ინციდენტს მიზანმიმართულ თავდასხმად აფასებს. საკუთარი პოზიციის გამოსახატად დღის ბოლოს რურუას მხარდამჭერები გლდანის ციხესთან შეიკრიბნენ. ისინი მომხდარზე სრულ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ.

ამ დროისთვის დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დღეს მის მონახულებას ადვოკატი აპირებს.

"ხელისუფლებამ გაბედა და პოლიტიკური ნიშნით დაკავებულ ადამიანს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ეს იმ ფონზე, როდესაც მთელი დასავლური სამყარო ითხოვდა ამ ადამიანის გათავისუფლებას. პრორუსული ხელისუფლების პასუხი იყო მისი ფიზიკური შეურაცხყოფა," - განაცხადა ადვოკატმა გიორგი ონიანმა.

დღის ამბები