თელავის N10 საოლქო საარჩევნო კომისიაში შესული 24 საჩივრიდან ექვსი დაკმაყოფილდა.
რაც შეეხება, ყვარლის N8 და N9 საარჩევნო უბნიდან შესულ საჩივრებს - მათ დაკმაყოფილებაზე
რამდენიმე საათიანი განხილვის შემდეგ კომისიამ უარი თქვა, რაც "ნაციონალური მოძრაობის" პროტესტისა და სხდომის დატოვების მიზეზი გახდა.
ამავე დროს დაკმაყოფილდა სოფელ კურდღელაურის N49 უბანზე დაწერილი საჩივარი, ბათილად ცნეს N49 საარჩევნო უბანზე გადასატანი ყუთის 38 ბიულეტენი, ხოლო დარღვევების გამო საუბნო კომისიის თავმჯდომარეს და კომისიის ორ წევრს საყვედური გამოეცხადათ.
N10 მაჟორიტარულ ოლქში საჩივრების განხილვას ეუთოს დამკვირვებლები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.