ხმაური ბათუმში - ე.წ ხოფას ბაზრობაზე გაერთიანებული ოპოზიციის წევრებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. პარტია "მოქალაქეების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გენრი დოლიძის განმარტებით, ის და მისი მხარდამჭერები პარტია "ლელო"-ს წარმომადგენლებთან ერთად ბაზრის ტერიტორიაზე საინფორმაციო ბუკლეტებს არიგებდნენ რა დროსაც უცნობმა პირებმა ჯერ სიტყვიერი შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
ადგილზე ვითარება სამართალდამცავების მისვლის შემდეგ დასტაბილურდა. მომხდარზე ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ.