ფოთის საქალაქო სასამართლოსთან ხმაურია. ადგილზე გაერთინებული ოპოზიციის წევრები ტრანსფარანტებით - "საოლქო გრცხვენოდეს " , " გაყალბებისთვის მოგეთხოვებათ" მივიდნენ.
ოპოზიციის წევრების განცხადებით, მათ 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნებზე გამოვლენილი დარღვევების შესახებ საოლქო საარჩევნო კომისიას საჩივრებით მიმართეს,რომელმაც ფაქტებზე რეაგირება არ მოახდინა და განუხილველად დატოვა.
აქციის მონაწილეები სარჩელზე რეაგირებას ახლა ფოთის საქალაქო სასამართლოსგან ელიან, თუმცა იმასაც ამბობენ, რომ არც ამ შემთხვევაში აქვთ იმედი, რომ სასამართლო სიმართლეს დაადგენს და ხარვეზები გასწორდება. ამიტომ პროტესტის ნიშნად აპირებენ თბილისში დაგეგმილ ხვალინდელ აქციას შეუერთდნენ.
საქალაქო სასამართლოსთან მობილიზებულია პოლიციელები.