ბათუმში ბოლო 24 საათის მანძილზე კორონავირუსით სულ 7 ადამიანი გარდაიცვალა, აქედან რესპუბლიკურ საავადმყოფოში სამი გარდაცვლილია.
ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს მთავარი ექიმი გია კიკაბიძე აცხადებს, რომ ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ბოლო 24 საათში სამი ადამიანი გარდაიცვალა.
"გუშინ 24 საათის მანძილზე 7 პაციენტი გარდაიცვალა, რესპუბლიკურ საავადმყოფოში კი გარდაიცვალა 1 ქალბატონი, 74 წლის და ორი მამაკაცი - ერთი 75 წლის, მეორე 81 წლის. შემოსვლისთანავე მათ აღენიშნებოდათ სუნთქვის უკმარისობა, მიუხედავად ჩატარებული მკურნალობისა მდგომარეობა არ გაუმჯობესდა და დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი,"- განაცხადა გია კიკაბიძემ.