17 ნოემბერი 2024,   17:37
ვრცლად
აქცია ბათუმში - მთავრობის სახლთან შეკრებილები გადაადგილების შეზღუდვას არ ემორჩილებიან

თბილისის პარალელურად საპროტესტო აქცია მიმდინარეობს ბათუმშიც, სადაც წუხელ ოპოზიციის აქტივისტებმა კარვები გაშალეს.

მოთხოვნა და პირობები იგივეა. მთავრობის სახლთან შეკრებილები არ აპირებენ დაემორჩილონ შეზღუდვას, რომელიც თბილისის მსგავსად საღამოს ათი საათიდან ბათუმშიც ამოქმედდა.

ორგანიზატორებმა აქციაზე დღეს დილიდან მიიტანეს სპეციალური ტექნიკა, ხმის გამაძლიერებლები, დამონტაჟდა სცენაც.

"მე პირადად არ ვაპირებ, რომ ვინმემ  ამ ქვეყანაში, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე დამიწესოს როდის უნდა შევიდე სახლში და როდის უნდა გამოვიდე გარეთ. თუ დღეს მე ამას დავემორჩილები, უკვე კვირის დღეებს განმისაზღვრავენ, როდის გამოვიდე გარეთ და როდის არა. ეს ეწინააღმდეგება ფუნდამენტურ უფლებებს და ნათელია, რომ ეს გადაწყვეტილება პოლიტიკურია," - აცხადებს ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე  მირდატ ქამადაძე.

დღის ამბები