08 მაისი 2024,   06:04
ვრცლად
აქციაზე დაკავებულ "სირცხვილიას" აქტივისტს გიორგი მჟავანაძეს სამდღიანი პატიმრობა, ნოდარ რუხაძეს კი 1 500 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა

თბილისის საქალაქო სასამართლომ პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს დაკავებულ "სირცხვილიას" აქტივისტს გიორგი მჟავანაძეს სამდღიანი პატიმრობა, ნოდარ რუხაძეს კი 1 500 ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

პოლიციამ სხდომაზე ვიდეომტკიცებულებები წარადგინა. რუხაძეს და მჟავანაძეს გამოძიება პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას ედავებოდა.

"ბიძინა ივანიშვილის სასამართლოში სიმართლეს ვერ მიაღწევ, აქ არ ემსახურებიან სამართალს. ვაპირებთ გადაწყვეტილების გასაჩივრებას, მაგრამ ზუსტად ვიცით ამას არავითარი შედეგი არ ექნება, რადგან ვიცით რა პირობებში და რა ქვეყანაში ვცხოვრობთ," - აცხადებს მოძრაობა "სირცხვილიას" აქტივისტი ნოდარ რუხაძე. 

აქტივისტები პარლამენტის წინ 9 ნოემბერს დააკავეს, როდესაც ისინი პარლამენტის წინ შეშის მიტანას ცდილობდნენ.

დღის ამბები