გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე, რომლის მიხედვითაც ცესკო-დან წასული ივანე ბურდული, სავარაუდოდ ცესკო-ს თანამშრომელს სამსახურიდან წასვლის სანაცვლოდ თანხას სთავაზობს, პროკურატურაში გამოძიება დაიწყო. ინფორმაციას უწყება ავრცელებს.
ჩანაწერში, რომელიც პორტალმა "კვირა" გამოაქვეყნა. ივანე ბურდული მისსავე თანამშრომლისგან, იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსისგან მისი ნაბიჯის გამეორებას ითხოვს.