26 აპრილი 2024,   22:38
ვრცლად
რუსეთის პირველი დიპლომატის განცხადებით ყარაბაღში ერთი თურქი სამშვიდობოც კი არ იქნება წარმოდგენილი

რუსეთი და თურქეთი მთიან ყარაბაღში სიტუაციას ერთობლივ მონიტორინგს გაუწევენ - ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა კონფლიქტის ზონაში ცეცხლის შეწყვეტის კონტროლისთვის ერთობლივი ცენტრის შესაქმნელად მემორანდუმს ხელი დღეს მოაწერეს.

ანკარას მოლოდინის მიუხედავად, რუსეთის პირველი დიპლომატი აცხადებს, რომ ყარაბაღში თურქი სამხედროები არ შევლენ. თავად კრემლი კი კონფლიქტის ზონაში სამშვიდობო კონტინგენტს ზრდის. დღეს ცნობილი გახდა, რომ ყარაბაღში 2 000-მდე სამხედრო, 90 ერთეული ჯავშანტექნიკა და 380 სპეციალური ავტომობილი იქნება წარმოდგენილი. სამშვიდობო ოპერაციებში "მი-8" და "მი-24" ტიპის სამხედრო ვერტმფრენებიც ჩაერთვებიან. მათი ტრანსპორტირება უახლოეს პერიოდში მოხდება.

ერევანში უკვე მესამე დღეა მასშტაბური საპროტესტო აქციები იმართება. დაკავებულია 140-მდე პირი. 5-ს პოლიციამ თავისუფლება დღეს აღუკვეთა. მათ ბრალად სახელმწიფო გადატრიალებაში მონაწილეობა ედებათ. 

კონფლიქტის ზონაში რუსი სამშვიდობოების განლაგებას აფასებენ აზერბაიჯანელი ანალიტიკოსები. ამბობენ, რომ ცისფერჩაფხუტიანების მიმართ ნდობა საკმაოდ დაბალია, მაგრამ თურქეთის მონიტორინგის იმედი აქვთ. 

დღის ამბები