27 დეკემბერი 2024,   04:11
ვრცლად
ნათლად ჩანს, რომ ჟურნალისტებისთვის მიმართული წყლის ჭავლი გამიზნული იყო - ორგანიზაცია "უფლებები საქართველო"

თავდასხმა ჟურნალისტებზე და მათ საქმიანობაში ხელშეშლა - ორგანიზაცია "უფლებები საქართველო", 8 ნოემბრის აქციის დროს დაფიქსირებულ დარღვევებზე საუბრობს.

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ აქციაზე სამართალდამცველების მხრიდან მიზანმიმართულად ხდებოდა ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლა.

"ნათლად ჩანს, რომ ჟურნალისტებისთვის მიმართული წყლის ჭავლი გამიზნული იყო. ასევე, ფურგონზე მდგარი ჟურნალისტები მარტივად ამოსაცნობები იყვნენ თუ რას აკეთებდნენ, ვინაიდან იქ იდგა სამი კამერა,"- აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაციის "უფლებები საქართველო" იურისტი გიორგი მახარაძე.

დღის ამბები