19 ნოემბერი 2024,   08:34
ვრცლად
სახელმწიფო გადატრიალების მუხლით აღძრულ საქმეზე გამოკითხვები გრძელდება

წინასაარჩევნო პერიოდში ირაკლი კობახიძის განცხადებაზე გამოკითხვები გრძელდება. საქმე უკავშირდება სახელმწიფო გადატრიალების მუხლით აღძრულ სავარაუდო დანაშაულს, რომელზეც "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანიც გამოიკითხა. ირაკლი კობახიძის მიერ დასახელებული პირების ნაწილმა ჩვენების მიცემა მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით ისურვა. საპროცესო ღონისძიებები სასამართლოში გრძელდება.

"ეს არის აბსურდული, შეურაცხმყოფელი ბრალდება, ემსახურება მარტო იმას, რომ ადამიანები, გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერები დააშინონ, დრო დააკარგვინონ," - აცხადებს ერთ-ერთი გამოკითხული.

კიდევ ერთი გამოკითხული აცხადებს, რომ ის 28 წელი თავდაცვის ძალებში მსახურობდა და მისთვის სახელმწიფო გადატრიალების მუხლით გამოკითხვაზე დაბარება შეურაცხმყოფელია.

ადვოკატი ბექას ბასილაია ამბობს, რომ სუსი სახელმწიფო უსაფრთხოებაზე ზრუნვის ნაცვლად არჩევნების დამკვირვებლებს იბარებს დაკითხვაზე:

"სუსი იბარებს დაკითხვებზე საარჩევნო პროცესის დამკვირვებლებს, საარჩევნო პროცესში ჩართულ პირებს, იმ სუბიექტებს, ვინც გაყალბების წინააღმდეგ იბრძოდა არჩევნების დღეს. ყოველივე ეს მიანიშნებს ერთადერთს, "ქართული ოცნება" გადასულია სამართლებრივ ჩარჩოებს მიღმა და მათი ამოცანაა პროპაგანდისტული საქმეების წარმოება," - აცხადებს ბექა ბასილაია.

დღის ამბები