ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის კიდევ 3 504 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ამ დროისთვის, ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევათა საერთო რაოდენობა 76 658-ს შეადგენს.
დღეის მდგომარეობით, კარანტინის რეჟიმში 2 447 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 4 957. კოვიდსასტუმროში მოთავსებულია 3 413 ადამიანი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.