ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალაში 30 წლამდე კაცი მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობის იარაღი სანადირო თოფია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქმე აღიძრა სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რომელიც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
მომხდართან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია, ამ ეტაპზე, არ ვრცელდება. მიმდინარეობს გამოძიება.