32-ე ბატალიონმა ავღანეთში ნატოს "მტკიცე მხარდაჭერის" მისიისთვის მომზადება დაასრულა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჩატარდა დასკვნითი სწავლება, სადაც აშშ-ის საზღვაო ქვეითების მოკავშირე ჯგუფთან ერთად სხვადასხვა ოპერაცია ჩატარდა.
ქართველმა სამხედროებმა მომზადების ბოლო ეტაპი გერმანიაში, ამერიკულ სამხედრო ბაზაზე გაიარეს.