თელავის რაიონულ სასამართლოში პანკისელი შმაგი მუთოშვილის წინასასამართლო სხდომა გაიმართა.
პროცესზე სახელმწიფო ბრალდება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე საქმის არსებით განხილვაში გადაცემას ითხოვდა. ხოლო დაცვის მხარე კი,
მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობასა და სიახლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას.
სხდომას ესწრებოდა დაკავებული შმაგი მუთოშვილი, ის წარდგენილი ბრალდებას არ ეთანხმება.
შეგახსენებთ, შმაგი მუთოშვილს ორი ან მეტის პირის განზრახ მკვლელობის მცდელობას და იარაღის უკანონო ტარებას ედავებიან. გამოძიების მტკიცებით, მან პანკისის ხეობის სოფელ დუისში, მურად ქავთარაშვილის საცხოვრებელი სახლის მისამართით რამდენჯერმე ისროლა.