კორონავირუსთან ბრძოლის კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელი თავადაც კოვიდინფიცირებულია. ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის თქმით, მას სიცხე, ყელის ტკივილი და ხველა აღენიშნება.
როგორც თენგიზ ცერცვაძემ "კურიერთან" სატელეფონო საუბრისას განაცხადა, ის სიცხის დამწევს, D ვიტამინს, C ვიტამინს, თუთიას და სითხეებს იღებს.
მისივე თქმით, ის მკურნალობას, ჯერჯერობით, სახლის პირობებში გადის, თუმცა არ გამორიცხავს, რომ ხვალიდან სამედიცინო დაწესებულებაში გადავიდეს.