თერჯოლის საავადმყოფოში კორონავირუსით პაციენტი გარდაიცვალა.
კლინიკა "თერჯოლამედის" დირექტორის დავით სარიშვილის ინფორმაციით, გარდაცვლილი 71 წლის ქალი კლინიკაში 12 ნოემბერს რუხიდან შეიყვანეს.
პაციენტი თავიდანვე მართვით სუნთქვაზე იყო, მას გულის უკმარისობა და სხვა თანმდევი დაავადებები ჰქონდა. ამ დროისთვის კლინიკაში ასზე მეტი პაციენტია, მათ შორის არის კლინიკის სამედიცონო პერსონალი.
დავით სარიშვილის თქმით, ინფიცირებული არიან სანიტრები და ექთნები. მხოლოდ ერთი არის საშუალო სიმძიმის, დანარჩენის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.