16 აპრილი 2024,   09:09
ვრცლად
The New York Times​ კორონავირუსის ახალ გრაფიკულ ცხრილს ავრცელებს, სადაც ინფიცირების მაჩვენებლის მიხედვით საქართველო ლიდერობს

"ნიუ იორკ თაიმსი" კორონავირუსის ახალ გრაფიკულ ცხრილს ავრცელებს, სადაც ქვეყნების მიხედვით დათვლილია ინფიცირებულთა რაოდენობა 100 000 სულ მოსახლეზე.

ამერიკული გამოცემის ცხრილში საქართველო ლიდერობს. ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობისა და შესაბამისად, ბოლო ერთი კვირის ინფიცირების მაჩვენებლით, ქვეყანაში ვითარება ყველაზე მძიმეა.

მონაცემებში ძირითადად ევროპის ქვეყნები მოხვდა. საქართველოს შემდეგ COVID-19-ით ინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევები სწრაფად იზრდება ლუქსემბურგში, მონტენეგროსა და სერბეთში.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ზოგიერთმა ქვეყანამ, პირველი ტალღის წარმატებით დაძლევის შემდეგ, რეგულაციები შეამსუბუქა, შედეგად მეორე ტალღისთვის პანდემიური ვითარების კონტროლი მნიშვნელოვნად გართულდა.

დღის ამბები