ბოლო 24 საათის განმავლობაში, ჰორმუზის სრუტესთან, სარაკეტო დარტყმების შედეგად ორი გემი - საკონტეინერო და მშრალი ტვირთმზიდი ჩაიძირა. ერთ-ერთი ხომალდი სინგაპურის, მეორე კი ანტიგუა და ბარბუდას დროშის ქვეშ ცურავდნენ. ეკიპაჟის წევრები უსაფრთხოდ არიან.
ბოლო 10 დღის განმავლობაში, ჰორმუზის სრუტის მიმდებარედ თავდასხმების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა, ირანი აცხადებს, რომ დარტყმებს აძლიერებს აშშ-ის მიერ მისი პორტების ბლოკირებისა და გასულ თვეში დაწესებული უფრო მკაცრი სანქციების საპასუხოდ.