28 ნოემბერი 2021,   03:06
ვრცლად
2021 წელს თბილისის ბიუჯეტი მცირდება - დედაქალაქის ფინანსური დოკუმენტის პროექტის განხილვას ოპოზიცია არ დაესწრება

დღეს თბილისის საკრებულომ დედაქალაქის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი უნდა განიხილოს. თბილისის მთვარი ფინანსური დოკუმენტის პროექტის პირველადი მოცულობა 84 მილიონი ლარია და გასული წლის ბიუჯეტზე 185 ათასით ნაკლებია.

ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიცია არ აპირებს დედაქალაქის ბიუჯეტის პროექტის დღევანდელ განხილვას დაესწროს.

"საგზაო ინფრასტრუქტურა 34 მილიონი ლარით მცირდება, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა 170 მილიონით. მცირდება კეთილმოწყობა და გამწვანების ღონისძიებები, მცირდება ჯანდაცვა და სოციალური პაკეტი ნახევარი მილიონით. ამ ყველაფრის ფონზე, თბილისის მერიას ჰყოფნის თავხედობა, გამგეობებსა და თითქმის ყველა საქალაქო სამსახურებში, 5.5 მილიონი ლარით იზრდება ხელფასები, იმ ადამიანების, ვინც კოვიდს ამოფარებული სამსახურში ძირითადად არ დადიან და "ქართული ოცნების" შტაბებში იყვნენ გადანაწილებული. ჩვენ არ დავუჭერთ ბიუჯეტს მხარს და არც ჩვენ წინადადებებს არ შევთავაზებთ მერიას,"- აცხადებს თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლილე ლიპარტელიანი.

მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ ბიუჯეტში ყველა ძირითადი საჭიროებაა გათვალისწინებული.

"ბიუჯეტის მოცულობა შემცირებულია დაახლოებით 185 მილიონი ლარით. ამ შეჭირვებული ბიუჯეტის პირობებში ჩვენ, სოციალური მიმართულებით ყველა მოქმედი პროგრამა შევინარჩუნეთ, ზოგ შემთხვევაში დავამატეთ და გავზარდეთ ხარჯები. ჩვენთვის ტრაგედიაა, 1.50 ლარი იქნება თი 10 ლარი, რომ დედაქალაქში გვჭირდება უფასო სასადილოები, ისევე როგორც მთელ საქართველოში, მაგრამ ეს მოცემულობაა და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ რომ სავალუტო რყევები და ფასების მატება აისახოს ამ მიმართულებით დაფინანსებაზე. ცალსახად შეიძლება ვთქვათ, რომ არცერთ თანამდებობის პირს, მერს, მოადგილეებს, სამსახურის უფროსებს ერთი თეთრით არ ეზრდება ხელფასი. დროა ოპოზიციამ ისწავლოს ბიუჯეტის კითხვა,"-აცხადებს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ზარქუა. 

დღის ამბები