19 მაისი 2024,   04:56
ვრცლად
მსოფლიოში პანდემიური ვითარება კვლავ მძიმეა - სპეციალისტების მტკიცებით COVID-19-ის ვაქცინის ეფექტის ხილვა ჯერ ძალიან ადრეა

COVID-19-ის ვაქცინა რამდენიმე მწარმოებლის მიერ უკვე შექმნილია, თუმცა, სპეციალისტების მტკიცებით, მისი ეფექტის ხილვა ჯერ ძალიან ადრეა.

მსოფლიოში პანდემიური ვითარება კვლავ მძიმეა, მეორე ტალღის ფონზე იზრდება​ კორონავირუსით სიკვდილიანობის პროცენტული მაჩვენებელი. თუ სექტემბრისთვის ლეტალობის პროცენტული მაჩვენებელი 1-ს არ აღემატებოდა, ბოლო ორ თვეში ის 3%-მდე გაიზრდა.

ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები აცხადებენ, რომ მდგომარეობა მსოფლიოში კიდევ უფრო დამძიმდება, თუ ქვეყნები მკაცრი რეგულაციების დაწესებას მოერიდებიან.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში კი ამბობენ, რომ პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში იმედის მომცემი ნაბიჯებია გადადგმული.

ბოლო მონაცემები ასეთია - მსოფლიო მასშტაბით თითქმის 60 მილიონი ინფიცირებული და მილიონ 400 ათასზე მეტი გარდაცვლილი. COVID-19 უკვე დაამარცხა 41 მილიონზე მეტმა ადამიანმა.

დღის ამბები