26 აპრილი 2024,   16:09
ვრცლად
რა ეტაპზეა სტრასბურგში მიმდინარე თემირლან მაჩალიკაშვილის პროცესი - EMC საქმის დეტალებს ონლაინ კონფერენციაზე განიხილავს

რა ეტაპზეა სტრასბურგში თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე მიმდინარე პროცესი? საზოგადოებას საქმის დეტალებს დღეს EMC და მალხაზ მაჩალიკაშვილი გააცნობენ.

მაჩალიკაშვილის ადვოკატის ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში მხარეებმა პოზიციები უკვე დააფიქსირეს.

თამთა მიქელაძის თქმით, ხელისუფლება კვლავ ცდილობს თემირლან მაჩალიკაშვილი ტერორისტულ საქმიანობას დაუკავშიროს. კონფერენცია დილიდან ონლაინ რეჟიმში, EMC -ის ფეისბუქ გვერდის საშუალებით შედგება.

"მთავრობასთან კომუნიკაციის ბოლო ფაზაში ვართ. მთავრობამ წარადგინა საკუთარი პოზიციები და პასუხები ჩვენს საჩივარზე და უნდა ითქვას, რომ მთავრობამ ევროპული სასამართლოს წინაშე კვლავ გამოიყენა მისი სტრატეგია და შეეცადა თემირლან მაჩალიკაშვილის დეჰუმანიზებას და ტერორიზმის მხარდაჭერასთან მისი კავშირის ჩვენებას. ჩვენ 21 ნოემბერს გავაგზავნეთ ჩვენი შეპასუხება მთავრობის ამ პოზიციაზე. პრესკონფერენციის ფარგლებში ბატონ ვახო მაჩალიკაშვილთან ერთად ჩვენ ვიმსჯელებთ ევროპულ სასამართლოში მიმდინარე დავაზე,“ - განაცხადა თამთა მიქელაძემ.

დღის ამბები