კახეთის გზატკეცილის მიმდებარე ტერიტორიაზე კონკრეტული მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. 10 ათას კვადრატული მეტრ ფართობზე მოეწყო სარწყავი სისტემა, დაირგო სხვადასხვა სახეობის 2 ათასზე მეტი ძირი მცენარე.
განახლება შეეხო ჯორჯ ბუშის ქუჩას, კახეთის გზატკეცილის განაპირა ზოლებსა და აეროპორტისკენ მიმავალ გზაზე მდებარე მონუმენტს - საერთო ჯამში 12 მილიონამდე ლარი დაიხარჯა. დასრულებულ სამუშაოებს დედაქალაქის მერი გაეცნო.