20 აპრილი 2024,   10:12
ვრცლად
კახა კალაძე მუნიციპალური მიწების მიტაცების შემთხვევებზე მკაცრ რეაგირებას ითხოვს

თბილისის მერის განცხადებით, სისტემატური ხასიათი მიიღო მუნიციპალური და სახელმწიფო მიწების დატაცების ფაქტმა და უკვე ძალიან ბევრი შემთხვევა ფიქსირდება. კახა კალაძემ მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელ ლევან ჯღარკავას ფაქტებზე მკაცრი რეაგირება დაავალა.

"ვიცი, რომ რამდენიმე კონკრეტულ ლოკაციაზე გაფრთხილებები გაქვთ მიცემული, რომ მოახდინონ შენობა-ნაგებობების დემონტაჟი, თუ ეს არ განხორციელდება, შეგიძლიათ მიხვიდეთ და თქვენვე გაუკეთოთ დემონტაჟი, ეს სახელმწიფოს ქონებაა, არც ჩემია, არც თქვენი და არავის არ უნდა მივცეთ უფლება, რომ მიიტაცოს," - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის განმარტებით, მას საკითხზე უკვე ჰქონდა კონსულტაციები შს მინისტრთან და ამ უწყების მხრიდანაც იქნება თანადგომა პრობლემის მოგვარებაში.

დღის ამბები