ჯანდაცვის სისტემის მოახლოებულ კოლაფსზე საუბრობენ ექსპერტები. აკაკი ზოიძე ამბობს, რომ ინფექციის გავრცელების ტემპის კლება, მხოლოდ გონივრული შეზღუდვებით არის შესაძლებელი. წინაღმდეგ შემთხვევაში დარწმუნებულია, რომ საწოლების რაოდენობის მიუხედავად, სისტემა ჩამოიშლება.
მკაცრი ზომების გატარების აუცილებლობაზე საუბრობს ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი.
ზაზა წერეთელი "კურიერთან" ინტერვიუში ამბობს, რომ ვირუსის მზარდი პიკური მაჩვენებლიდან გამომდინარე, მხოლოდ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ობიექტები უნდა ფუნქციონირებდეს, საჯარო და კერძო სამსახურები, შეძლებისდაგვარად, დისტანციური მუშაობის რეჟიმზე უნდა გადავიდნენ.
წერეთელი, ასევე აქტიურად არის ჩართული საკოორდინაციო საბჭოს ფორმატშიც, სადაც მსჯელობენ დამატებითი ზომების მიღების შესაძლებლობებზე.