კორონავირუსულ ინფექციას კიდევ ერთი ექიმის სიცოცხლე ემსხვერპლა.
კორონავირუსით წყალტუბოს რაიონული საავადმყოფოს კარდიოლოგი დათო წულაია გარდაიცვალა. როგორც ცნობილია, კარდილოგს ვირუსი მძიმე ფორმით ჰქონდა და ის სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობდა.
მედიკოსს დადასტურებულ კოვიდინფექციასთან ერთად, თანმდევი დაავადებები ჰქონდა.