ლაგოდეხში მედპერსონალს კორონავირუსი დაუდასტურდა. მედიკოსები "არქიმედეს"კლინიკაში მუშაობენ. სამი კოვიდგანყოფილებაში, ორი კი სამშობიაროს კლინიკის თანამშრომელია.
ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მათ covid-19 გეგმიური ტესტირების დროს დაუდგინდათ.
კლინიკის დირექტორის ნიკოლოზ ყარალაშვილის ინფორმაციით, COVID-19-ით ინფიცირებული მედიკოსები მკურნალობას ბინაზე გადიან და გართულებები ამ ეტაპისთვის არ აღენიშნებათ.
კლინიკა ამ დროისთვის ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობს და იღებს პაციენტებს.