გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ქობულეთის მუნიციპალიტეტში არარეგისტრირებული სახერხი საამქრო და დიდი ოდენობით უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე გამოავლინეს.
მოქალაქეს ლენტური ტიპის სახერხი დანადგარი საკარმიდამო ეზოში ჰქონდა დამონტაჟებული. ტერიტორიიდან ამოღებულია წიწვოვანი სახეობის 37 მორი და 2 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის ფიცარი.
ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.