ორთვიანი კომის შემდეგ 23 წლის სალომე გვასალია გარდაიცვალა. გარდაცვლილის ახლობლები ქუთაისის ინტერვნციული მედიცინის ცეტრთან შეიკრიბნენ.
ისინი დაუდევრობაზე საუბრობენ და ექიმის პასუხისმგებლობას მოითხოვენ. მათი თქმით, ოპერაცია არასწორად გაკეთდა. პაციენტს გული გაუჩერდა და მას მეორე ოპერაცია დასჭირდა. თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ოჯახი მომხდარში ექიმს ადანაშაულებს და მისი უფლებამოსილების შეჩერებას მოითხოვენ. ოჯახის წევრები საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტის ჩართვას მოითხოვენ და დახმარებისთვის პრემიერ მინისტრს მიმართავენ.
ინტერვენციული მედიცინის ცენტრის იურისტის თქმით, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. საქმეში ჩართულია ჯანდაცვის სამინისტრის რეგულირების სააგენტო და ამის მიხედვით დადგინდება ადგილი ქონდა თუ არა დაუდევრობას.
გოგონა ორ თვის წინ, სენაკში, ბებიასთან სტუმრობის დროს ხიდან ჩამოვარდა. ის მრავლობითი მოტეხილობებით სენაკის კლინიკიდან ქუთაისის ინტერვენციულ საავადმყოფოში გადაიყვანეს.