08 სექტემბერი 2026,   00:34
ვრცლად
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესზე იუსტიციის საბჭო შეზღუდვებს აწესებს - ნაზი ჯანეზაშვილი

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესზე იუსტიციის საბჭო შეზღუდვებს აწესებს - აღნიშნულის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი საუბრობს. ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, დადგენილების პროექტის ავტორი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი დიმიტრი გვრიტიშვილია, რომელიც თავადაც ერთ-ერთი კანდიდატია.

ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, ამ პროექტით, გვრიტიშვილი და სასამართლო "კლანი" პირადად მას უზღუდავს კითხვის დასმის უფლებას. იუსტიციის საბჭოში არამოსამართლე წევრის განცხადებას სიცრუეს უწოდებენ და განმარტავენ, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენის საჯაროობა უზრუნველყოფილია ორგანული კანონით.

დღის ამბები