ორი ავტოსაგზაო შემთხვევა ჩხოროწყუში. "კურიერის" ინფორმაციით, მუხური-ხაბუმეს გზაზე სასწრაფო დახმარების მანქანა მსუბუქ ავტომობილს მაშინ შეეჯახა როდესაც მედიკოსებს ავარიის შედეგად დაშავებული საავადმყოფოში გადაჰყავდათ. ორივე შემთხვევის შედეგად არიან დაშავებულები, მათ შორის, სასწრაფოს ეკიპაჟის წევრები, მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა.
დაშავებულები ჯერ ჩხორწყუს, შემდეგ კი ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.