19 ნოემბერი 2024,   10:33
ვრცლად
სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება COVID-19-ით ინფიცირებულ პაციენტებს უფასო ონლაინ კონსულტაციას სთავაზობს

სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება COVID-19-ით ინფიცირებულ პაციენტებს უფასო ონლაინ კონსულტაციას სთავაზობს, ინფიცირებულებს შეუძლიათ მიწერონ მათ ვებგვერდს და წერილობით პასუხს მიიღებენ ექიმებისგან და თუ საჭირო იქნება პაციენტთან მოხდება სატელეფონო კომინიკაციაც.

"ეს იქნება ძალიან მარტივი და მოხერხებული ონლაინსერვისი, სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების ვებგვერდზე შეეძლება აკრიფოს მოკლე შეკითხვა, ეს გადამისამართდება შესაბამის სპეციალისტთან, რომელიც წერილობით ან ტელეფონით, როგორც საჭიროდ ჩათვლის გასცემს პასუხს ამ შეკითხვას,"- აცხადებს საქართველოს ექიმთა ასოციაციის წევრი არჩილ ჩხოტუა, მისი თქმით, ამ სერვისთან დაკავშირებით საქმის კურსშია ჯანდაცვის სამინისტროც.

დღის ამბები