კორონავირუსს ქვეყანაში კიდევ 2 ექიმი ემსხვერპლა. იზრდება ინფიცირებული მედიკოსების სტატისტიკაც. სამცხე-ჯავახეთი და საჩხერე, ფაქტობრივად, სასწრაფო დახმარების გარეშეა დარჩენილი. ორივე რეგიონში მხოლოდ 3 ადგილობრივი ბრიგადა მუშაობს. ინფიცირებულია სასწრაფოს რამდენიმე ათეული ექიმი.
პარალელურად, იზრდება ინფიცირებულების რაოდენობა. დღეს 4321 ახალი შემთხვევაა.