19 ნოემბერი 2024,   10:43
ვრცლად
კოვიდკომპონენტით მომსახურება ჩვენი მოქალაქეებისთვის უფასოა - ჯანდაცვის მინისტრი

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ ყველა მოქალაქეს კოვიდკომპონენტით მომსახურება უფასო აქვს. მინისტრის თქმით, სასწრაფო დახმარებების, ან კლინიკების მხრიდან აღნიშნულ მკურნალობაზე თანხის გადახდის მოთხოვნაზე, მოქალაქეებს 1505-ზე დარეკვას სთხოვს, რათა  შესაბამისმა უწყებებმა რეაგირება მოახდინონ.

"ჩვენმა მოქალაქეებმა ყველამ იცის, რომ კოვიდკომპონენტით ჩვენს მოქალაქეებს ყველას აქვს უფასო მომსახურება, შესაბამისად, ასეთი ზარი აუცილებელია, რომ დაფიქსირდეს 1505-ზე, რათა ჩვენ მივიღოთ ეს პრეტენზია მოქალაქისგან და შესაბამის სამსახურს მიეცეს უფლება და საშუალება, ფაქტზე მოახდინოს მყისიერი რეაგირება.

მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ის, რომ გარდა კოვიდკომპონენტისა, ჩვენმა მოქალაქეებმა იციან, რომ საყოველთაო დაზღვევით, მათ მომსახურების უმეტესწილზე აქვთ უფასო მომსახურება, თუ არ გავითვალისწინბთ დადგენილებებს, სადაც თანაგადახდა არის 10, 20 და 30% და თუ სხვა შემთხვევებზეც დაფიქსირდა კლინიკების მხრიდან გადახდის აუცილებლობის დაფიქსირება, ან თანაგადახდის მაღალი მარჟა, რა თქმა უნდა, მათ ასევე აქვთ შესაძლებლობა, რომ დააფიქსირონ 1505-ზე ზარი და შესაბამისად, ჩვენ გვექნება რეაგირება როგორც რეგულირების სააგენტოდან, ასევე ჯანდაცვის ეროვნული სააგენტოდან, რომელიც უზრუნველყოფს კლინიკებში ფინანსურ ანაზღაურებას," - განაცხადა მინისტრმა.

დღის ამბები