ითანამშრომლებს თუ არა ბიძინა ესებუა გამოძიებასთან - ერთ-ერთი ვერსიით, ძებნილ ბადრი ესებუასთან მას კონტაქტი ჰქონდა და იცის, სად იმყოფება 40-მდე ადამიანის მძევლად აყვანაში მხილებული პირი.
დაკავებული დანაშაულს არ აღიარებს და ფიქრობს , რომ ყველაფერი დაიგეგმა მიზანმიმართულად. საქმეზე, სავარაუდოდ, დღეს სასამართლოში პირველი წარდგენის სხდომა გაიმართება.
ბიძინა ესებუა ჩვენებაში მიუთითებს, რომ ნივთები, რომელიც გამოძიებამ მისი მანქანიდან ამოიღო, მას არ ეკუთვნის და აქვს ეჭვი, რომ ის პოლიციამ ჩაუდო.
ბიძინა ესებუას ადვოკატი იოსებ ჯანაშია აცხადებს, რომ მისი ინფორმაციით მხოლოდ ბანკის ძარცვის შემდეგ ჰქონდა ძმასთან კომუნიკაცია.
"ორი დღე მისი მანქანა ეყენა პარკინგზე და ამ დროს აქვს ეჭვი, რომ ჩაუდეს ეს ნივთები რაც ამოღებულია. მან დეტალურად აღწერა, როგორ მოხდა მისი დაკავება. მე როგორც ვიცი იმ შემთხვევის შემდეგ ბადრი ნახა მხოლოდ ერთხელ თავის სახლში,"-აღნიშნა იოსებ ჯანაშიამ.