დღეს ბათუმის სასამართლომ აქციაზე 6 დაკავებულის საქმეზე უნდა იმსჯელოს. "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებს წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას ედავებიან.
დაპირისპირება აჭარის მთავრობის სახლთან დაიწყო მას შემდეგ, რაც რამდენიმე სპორტსმენმა შენობაში შესვლა სცადა, რისი უფლებაც მათ პოლიციამ არ მისცა. აქციის მონაწილეები თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვდნენ და სპორტსმენები რამდენიმე დღის წინ, მათ დაჯარიმებას აპროტესტებდნენ.
ოპოზიციაში ვარაუდობენ, რომ დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლო ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე ამ პირებს ფინანსურ სანქციებს დააკისრებს.
"ის რაც გააკეთეს გუშინ - გადათელეს მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რისი კადრები გვაქვს, დაგვირბიეს კარვები, დაგვიმტვრიეს მაგიდები, ჩამოგლიჯეს ბანერები, იყო უპრეცედენტო აგრესია პოლიციის მხრიდან.
ჩენ გვაქვს კონკრეტული ფაქტები, რომელი სამართალდამცავი პირი აჭარბებდა თავის უფლებამოსილებას და იყენებდა ძალას არაპროპორციულად," - განაცხადა ენმ-ის წევრმა ბონდო თედორაძემ.