27 აპრილი 2024,   03:09
ვრცლად
ბადრი ესებუას ძმას, ბიძინა ესებუას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა - დაკავებული ბრალს არ აღიარებს

"საქართველოს ბანკზე" თავდასხმის გამო ძებნილ ბადრი ესებუას ძმას, ბიძინა ესებუას, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე, რომელიც ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში გაიმართა, ბრალდების მხარე დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას, დაცვის მხარე კი მის 10 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვდა.

სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

დაკავებულის ადვოკატ იოსებ ჯანაშიას განცხადებით, ბრალდებულმა ბიძინა ესებუამ დღევანდელ სასამართლო პროცესზე მისი დაკავების დეტალები განმარტა. ამასთან, უფლებადამცველი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.

სამართალდამცველებმა ბადრი ესებუას ძმა ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის და ასაფეთქებელი მოწყობილობის შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.

დღის ამბები