ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულების წინასასამართლო სხდომა ხვალ განახლდება. დღის ბოლოს დასრულებულ პროცესზე მხარეებმა შუამდგომლობები წარმოადგინეს და გარკვეული მტკიცებულებების გაბათილება მოითხოვეს. დაცვის მხარემ "ქართული ოცნების" ორი წარმომადგენლის - გიორგი ხელაშვილისა და ბექა დავითულიანის დაკითხვა მოითხოვა, რასაც ბრალდება არ ეთანხმება.
ადვოკატების კიდევ ერთი შუამდგომლობა აკაკი კობალაძის სახლში ჩატარებული ჩხრეკის ოქმის გაბათილებას ეხება. გაითვალისწინებს თუ არა მოსამართლე ამ მოთხოვნებს, ხვალინდელ პროცესზე გახდება ცნობილი.