08 სექტემბერი 2026,   00:56
ვრცლად
ბაღდათში მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და ხეს შეეჯახა

ბაღდათში მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი მოცურდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და ხეს შეეჯახა. შეჯახების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ისინი ერთი ოჯახის წევრები არიან.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა მამა-შვილი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და სამაშველო სამსახური იყო მობილიზებული. მომხდარზე გამოძიება დაიწყო.

დღის ამბები