26 ნოემბერი 2024,   13:35
ვრცლად
სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ თუკი კვლევები ჩატარდება საქართველოში, შესაძლოა, ახალი შტამის შემთხვევები აქაც გამოვლინდეს

სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ თუკი კვლევები ჩატარდება საქართველოში შესაძლოა, ახალი შტამის შემთხვევები აქაც გამოვლინდეს. დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის ახალი შტამი სექტემბერში აღმოაჩინეს, თავდაპირველად გავრცელების მაჩვენებელი იყო 5%, თუმცა ახლა უკვე 70%-მდეა.

როგორც ბიძინა კულუმბეგოვი ამბობს, ახალი შტამის დადებით თვისებად უნდა ჩაითვალოს ის, რომ გავრცელების სისწრაფის მიუხედავად, ის მძიმედ არ მიმდინარეობს:

"თუ შენ ახალი მუტაციური ვარიანტის თვისებები ბოლომდე არ იცი, ხომ შეიძლება ამან დაგაყენოს პრობლემების წინაშე, დაგიმძიმოს პაციენტები, იგივე ვაქცინაციაზე, ხომ არ იქნება ეს ვაქცინის უექფექტობის საფუძველი.

არავითარი კლინიკური მინიშნება, რომ ბრიტანეთში დაუმძიმდათ პაციენტები, ან პირიქით- ბევრი პაციენტია, მაგრამ მსუბუქი, ან ვაქცინირებულ პაციენტებს შემოუვლის ეს ვირუსის ახალი შტამი და არ იქნება ეფექტური - არ არსებობს. შემიძლია ეს დანამდვილებით გითხრათ დღეის მონაცემებით, თუმცა ისე სწრაფად ვრცელდება და იცვლება ინფორმაცია, არ ვიცით როგორ მეცნიერული სიახლე შემოგვეწევა რამდენიმე დღის მანძილზე," - აცხადებს ბიძინა კულუმბეგოვი.

დღის ამბები