08 სექტემბერი 2026,   00:22
ვრცლად
სავაჭრო ცენტრებში წინასაახალწლო ხალხმრავლობას მედიკოსები კრიტიკულად აფასებენ

შეზღუდვების შემსუბუქების შედეგად შექმნილი რიგები და საცობები. მოსახლეობის უპასუხისმგებლობა თუ გაუკონტროლებელი უსაფრთხოების წესები.

იმასთან დაკავშირებით, თუ სადამდე მიიყვანს ეპიდსიტუაციას წინასაახალწლო ხალხმრავლობა,კრიტიკული შეფასება აქვთ მედიკოსებს. მათი თქმით, თუ მომდევნო დღეების განმავლობაშიც ასე გაგრძელდება, იანვრის თვეში ინფიცირებულთა რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდაა მოსალოდნელი.

ექიმები მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდებენ, გადაუდებელი აუცილებლობის გარდა ნუ ესტუმრებიან სავაჭრო ცენტრებს და მკაცრად დაიცვან ყველა რეკომენდაცია.

დღის ამბები