20 აპრილი 2024,   10:59
ვრცლად
შურისძიება, თუ განზრახ მკვლელობა - რატომ გაიმეტა სასიკვდილოდ პოლიციის მაღალჩინოსანმა თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი

მკვლელობა კახეთში - ბრალდებული პოლიციის მაღალჩინოსანია. გამოძიების ვერსიით, თელავის კრიმინალური პოლიციის უფროსის მოადგილემ დამიზნებით ესროლა ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორს, ზურაბ საჩიშვილს, მერიის იურიდიული სამსახურის უფროსი ლევან ბერძენიშვილი კი, ხელში დაჭრა.

შელაპარაკება, რომელიც მეგობრის დაბადების დღეზე დაიწყო, მანქანაში გაგრძელდა. პროკურატურა დანაშაულის მოტივად შურისძიებას ასახელებს.

მიხეილ მიქელაშვილი იყალთოში მომხდარი მკვლელობის ერთ-ერთი მთავარი თვითმხილველია. "კურიერთან" საუბარში ის დეტალურად იხსენებს.

თვითმხილველი ჰყვება, რომ დაახლოებით 12 საათისთვის იარაღიდან 4 გასროლის ხმა გაიგონა. ამბობს, რომ 38 წლის ზურაბ საჩაშვილი მანქანაშივე გარდაიცვალა. პატრული და სასწრაფო კი ადგილზე, დაკავებულმა სამართალდამცველმა ვანო ზანდარაშვილმა გამოიძახა, რომელიც თელავის პოლიციის უფროსის მოადგილეა.

დღის ამბები