ხელჩართული ჩხუბი სარაგბო მოედანზე. არმაზის და ბოლნისის შეხვედრის დროს სპორტსმენებმა იჩხუბეს.
მიზეზი გიორგი ნავროზაშვილის და თემურ ჭიჭინაძის სიტყვიერი შელაპარაკება გახდა, რაც მასობრივ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
რამდენიმე წუთის განმავლობაში გუნდი გუნდზე ჩხუბობდა. მხარეები მსაჯებმა გააშველეს, ის ორი სპორტსმენი კი ვინც ჩხუბი დაიწყო, მოედნიდან წითელი ბარათებით გააძევეს.
მატჩი რამდენიმე წუთით შეწყდა. საქართველოს ჩემპიონატის ამ შეხვედრაში ყოჩებმა ბოლნის 60-ით 10 მოუგეს.