ქუთაისის საკრებულოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს. ირაკლი შენგელია, რომელიც ამ დრომდე მოვალეობის შემსრულებელი იყო დეპუტატებმა დღეს აირჩიეს.
გადაწყვეტილებას მხარი საკრებულოს 16-მა დეპუტატმა დაუჭირა. დღესვე საკრებულოს სხდომაზე, 2021 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს, რომელიც წელს 60 მილიონით განისაზღვრა.
საკრებულომ ასევე გადაწყვეტილება მიიღო ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც პროექტში შევიდა ცვლილება და ახალი კორპუსისა და ადრონული თერაპიის ცენტრის მშენებლობის ადგილი განისაზღვრა. სხდომას ოპოზიცია პროტესტის ნიშნად არ ესწრებოდა.