04 მაისი 2024,   13:12
ვრცლად
ლაგოდეხში ავარიას 1 ადამიანი ემსხვერპლა, 2 კი დაშავდა

ლაგოდეხში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა. შემთხვევა სოფელ ნინიგორში მოხდა.

ერთმანეთს "ოპელისა" და "მერსედესის" მარკის ავტომობილები შეეჯახნენ. შედეგად ერთი მგზავრი ადგილზე გარდაიცვალა, ორი კი მძიმედ დაშავდა.

ისინი ლაგოდეხის "არქიმედეს" კლინიკაში გადაიყვანეს. ადგილზე ექპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

დღის ამბები