შობის დღესასწაული საქართველოს ყველა რეგიონში იზეიმეს, მათ შორის ბათუმში, გურიაში, ზუგდიდში, ქუთაისსა და კახეთში. ყველა მოქმედ ტაძარში საზეიმო ღვთისმსახურება პანდემიის გამო დაწესებული რეკომენდაციების დაცვით ჩატარდა.
მსახურებისთვის სავალდებულო იყო პირბადის ტარება, შეძლებისდაგვარად, დაცული იყო დისტანციაც.
რამდენიმე ტაძარში ჯანდაცვის წარმომადგენლებმა სასულიერო პირებს, სტიქაროსნებსა და მრევლს კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარეს.
ლიტურგიის დასრულების შემდეგ სასულიერო პირებმა ქუჩებიც აკურთხეს.