08 სექტემბერი 2026,   01:37
ვრცლად
ქვეყნის მასშტაბით ხანძრებს 700-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი ებრძვის - ჩართულია ორი ვერტმფრენი

საქართველოს მასშტაბით ხანძრებს ორი ვერტმფრენი, 70-ზე მეტი სახანძრო-სამაშველო ტექნიკა და 700-ზე მეტი მეხანძრე- მაშველი ებრძვის. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანებო სიტუაციების მართვის სამსახური 24 საათიან რეჟიმში განაგრძობს ცეცხლის ქრობის სამუშაოებს. ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით დარჩენილია ხანძრის 8 კერა, საიდანაც 1 ლოკალიზებულია.

ხანძრების შედეგად არავინ დაშავებულა.

ბოლო სამი დღის განმავლობაში ტყესა და მინდვრებზე დაფიქსირდა 250 ხანძრის კერა, მათგან 242 ლიკვიდირებულია.

დღის ამბები