ხანძრებთან ბრძოლის მეოთხე დღე - სამეგრელოში, სოფელ სქურის ტყეში ძლიერი დაკვამლიანებაა. ადგილი, სადაც ცეცხლის ღია კერაა, მიუვალია. გართულებულია სამუშაო.
ადგილზე საჭირო გახდა დამატებითი ძალების მობილიზება. ამ დროისთვის ცეცხლის დასახლებულ პუნქტზე გავრცელების საშიშროება არ არსებობს.
"ხანძარი მოსახლეობას ამ ეტაპზე საფრთხეს არ უქმნის. მაშველები ყოველდღიურად მუშაობენ. იმედია შეძლებენ ტყის საფარის გადარჩენას და ჩააქრობენ. პატარ-პატარა კერები მაინც ჩნდება," - განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.
"მუჟავასა და სქურში ამ დრომდე ხანძრის კერების ლოკალიზება ვერ ხერხდება, თუმცა მეხანძრე-მაშველები ადგილზე არიან გასული ქვეითად. დაახლოებით 70-კაციანი ბრიგადა ორივე მხარეს იქნა გუშინ ადგილზე გასული, თუმცა ისინი ქვეითად ვერ ახერხებენ ამ დრომდე ხანძრის ლიკვიდაციას," - აღნიშნა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ცოტნე შონიამ.