19 ნოემბერი 2024,   12:43
ვრცლად
ბარი "სახელოსნოს" მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებლები აცხადებენ, რომ ხმაურის გამო პოლიცია თავად გამოიძახეს

დაჯარიმდა კიდევ ერთი ობიექტი, რომელმაც COVID-19-თან ბრძოლის წესები დაარღვია. ბარი "სახელოსნო" დაიხურა. ამ ობიექტს ერთი გაფრთხილება ჰქონდა, თუმცა განმეორებითი კანონდარღვევის ფაქტზე მოხდა შესაბამისი რეაგირება."სახელოსნოს" ადმინისტრაცია 10 ათასი ლარით დაჯარიმდა. 

მოქალაქეები აღნიშნულ ობიექტზე 21:00 საათის შემდეგაც იმყოფებოდნენ.

ბარის მფლობელები და წარმომადგენლები კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ. "კურიერი" მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებლებს ესაუბრა. ერთ-ერთი მათგანი აცხადებს, რომ წუხელ ხმაურის გამო მან თავად დარეკა პოლიციაში და სწორედ ამის შემდგომ მოვიდა ადგილზე შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის სამსახური. გარდა ამისა, ადგილობრივები აცხადებენ, რომ შეზღუდვების მიუხედავად, ბარში ხშირად ტარდებოდა ღონისძიებები.

"პოლიცია მე გამოვიძახე იმის გამო, რომ აქ მლანძღავდნენ. მერე გავიგე, რომ ჩხუბიც ყოფილა. ჩხუბი, ეს არის ჩვეულებრივი ამბავი. ახლა, პანდემიის დროს რესტორნები არის დაკეტილი, ეს კი მუშაობს და პოლიცია არაფერს არა აკეთებს," - განაცხადა ადგილობრივმა.

შსს-ს ინფორმაციით, აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის გამო, ბარ "სახელოსნოს" მიმართ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 248-ე პრიმა მუხლით დაიწყო.

დღის ამბები