19 ნოემბერი 2024,   12:44
ვრცლად
ბრძოლა პრეზიდენტობისთვის - ქართულ რაგბიში დაპირისპირება გრძელდება

ქართულ რაგბიში, როგორც მოსალოდნელი იყო, დაპირისპირება გრძელდება. საკითხი კვლავ უცვლელია - ბრძოლა პრეზიდენტობისთვის.

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ირაკლი აბუსერიძე, როგორც რაგბის კავშირის პრეზიდენტი, არ დაარეგისტრირა. რეგისტრაცია ასევე ვერ გაიარა გამგეობის იმ შემადგენლობამ, რომელიც 30 დეკემბერს საარჩევნო საანგარიშო ყრილობაზე იქნა არჩეული.

აბუსერიძის მომხრეები ამბობენ, რომ საარჩევნო საანგარიშო ყრილობამ წესების სრული დაცვით, დარღვევების გარეშე ჩაიარა, რაც შეეხება რეესტრის გადაწყვეტილებას, მათი აზრით, არსებული ხარვეზი უმოკლეს დროში აღმოიფხვრება.

რადიკალურად განსხვავებული პოზიცია აქვს ბაჩო ხურციძეს. მისი აზრით, არსებული ხარვეზების გამოსწორება ფაქტობრივად შეუძლებელია, ერთადერთი გამოსავალი შექმნილი მდგომარეობიდან ახალი საარჩევნო საანგარიშო ყრილობის ჩატარებაა.

ქართულ რაგბიში არსებული გაურკვეველი მდგომარეობა ნეგატიურად მოქმედებს საქართველოს ეროვნულ ნაკრებზე.

ამ დრომდე ბორჯღალოსნებს შეკრებაც არ გაუვლიათ, ერთ თვეში კი ეროვნულ ნაკრებს პრინციპულ მეტოქესთან, რუსეთთან დაპირისპირება ელის.

დღის ამბები